თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი - ღაზაში ჰუმანიტარული პაუზები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

ნახვები: 500 ჯო ბაიდენი - ღაზაში ჰუმანიტარული პაუზები სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელის გადაწყვეტილებას, განახორციელოს პაუზები საბრძოლო მოქმედებებში, წინ უძღოდა მას და ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკებები.

„კვირების განმავლობაში, მე ვესაუბრები ისრაელის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებებში ჰუმანიტარული პაუზების მნიშვნელობაზე, რათა მშვიდობიანი მოსახლეობა უსაფრთხო ადგილას გადავიდეს, ხელი შეეწყოს მძევლების გათავისუფლებას და გაიზარდოს საკვების, წყლისა და მედიკამენტების ნაკადი ღაზაში“, - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ღაზაში ორი ჰუმანიტარული დერეფანი იქნება, რომელიც ხალხს საომარი მოქმედებებისგან თავის დაღწევის საშუალებას მისცემს. ჯო ბაიდენის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანების რაოდენობა იზრდება, აშშ მიზნად ისახავს, რომ სატვირთოების რაოდენობა დღეში, მინიმუმ, 150 იყოს. აშშ-ის პრეზიდენტი საბრძოლო მოქმედებებში დაგეგმილ ყოველდღიურ 4-საათიან პაუზებს სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„ეს პაუზები დაეხმარება მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო ზონებში გადასვლას. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. სიტყვას გაძლევთ: გავაგრძელებ სამოქალაქო უსაფრთხოების დაცვას და ყურადღებას გავამახვილებ დახმარების გაზრდაზე ღაზაში ადამიანების ტანჯვის შესამსუბუქებლად“, - წერს ბაიდენი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა