ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „კომუნიკაციის სახელოსნო“ დაიწყო

ნახვები: 495 თიბისის ახალი საგანმანათლებლო პროექტი „კომუნიკაციის სახელოსნო“ დაიწყო

 

თიბისიმ ახალი თაობისთვის „კომუნიკაციის სახელოსნო“ - ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. კომუნიკაციის სახელოსნოს მიზანია უფროსკლასელებს ხელი შეუწყოს  კომუნიკაციის უნარების განვითარებაში და შესძინოს მათ საქმიან გარემოში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.

თიბისის ტრენინგ ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, გარდა თეორიული ლექციებისა, მოეწყო რეალური სამუშაო გარემო. მონაწილეები, სამი თვის განმავლობაში, დაეუფლებიან მოლაპარაკების ხელოვნებას, მიზნების და სურვილების მკაფიოდ და დამაჯერებლად გადმოცემას, აუდიტორიის წინაშე საჯაროდ გამოსვლის ტექნიკებს; ისწავლიან საერთო მიზნის მისაღწევად სხვებთან თანამშრომლობას - მსჯელობა, გადაწყვეტილების მიღება, საერთო საქმის მართვა, გუნდურად მუშაობა და სხვა.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ახალი თაობის წარმომადგენლებს, მუდმივად ვთავაზობთ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ პროგრამებს. კომუნიკაციების სახელოსნო ახალი წამოწყებაა, რომელიც უფროსკლასელებს დაეხმარება განივითარონ ის უნარები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. პროგრამა არის უნიკალური და სრულად აგებულია პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით, რაც კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის მასში მონაწილეობას“ - მარიამ თევზაძე, თიბისის სტრატეგიული პროექტების მენეჯერი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, გამოცდილ მენტორებთან, ერთად უფროსკლასელები მუშაობენ ყველა იმ უნარის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე, რომელიც დღეს, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია - იქნება ეს ტექნოლოგიები, ხელოვნება, მეცნიერება, ბიზნესი, თუ სხვა.

„კომუნიკაციის სახელოსნოს პროგრამა ,,დიზაინ ფიქრის’’ ნაბიჯებს მიუყვება. სწავლების პროცესი რეალურ სამუშაო გარემოში დაგროვილი გამოცდილების გადააზრების და უკუკავშირის საფუძველზე მიმდინარეობს. სასწავლო და სამუშაო პროცესის დაკავშირებით მონაწილეები, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებასთან ერთად, გაითავისებენ, თუ როგორ გამოიყენონ ნებისმიერი საქმიანი გამოცდილება სწავლის შესაძლებლობად. ეს კი დაეხმარებათ, რომ განვითარება ჩვენი შეხვედრების მიღმაც, თავიანთი ინიციატივით გააგრძელონ და ამ თვისებით ნებისმიერი გუნდისა თუ ორგანიზაციის ღირებული წევრები გახდნენ” - ანამარია სუხიტაშვილი, კომუნიკაციის სახელოსნოს ფასილიტატორი.

კომუნიკაციის სახელოსნოში, პირველ ეტაპზე, თიბისის ტექ-განათლების პროგრამების კურსდამთავრებულები მონაწილეობენ. 2024 წლიდან კი კარი ყველა უფროსკლასელისთვის გაიღება.

 

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა