Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია იმართება

ნახვები: 522 რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია იმართება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაჭის ტყეებთან დაკავშირებით მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციას მართავს.

პროტესტის მონაწილეების მოთხოვნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა და იმის გაგებაა, თუ რა გეგმა აქვს უწყებას რაჭის ტყეებთან დაკავშირებით.

ტერიტორიაზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებს უშუალოდ სამინისტროს შენობასთან კარვის გაშლა უნდოდათ. ამასთან, მოქალაქეებს რამდენჯერმე ჰქონდათ გზის გადაკეტვის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ინფორმაციისთვის, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ აქვს, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განცხადება, რომ რაჭის ტყეებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა იგეგმება და ეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა