ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა - ქადაგიშვილი უკრაინის ომბუდსმენზე

ნახვები: 375 საქართველო არ არის ვიღაცის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა - ქადაგიშვილი უკრაინის ომბუდსმენზე

უკრაინის სახალხო დამცველმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უნდა მიმართოს სახელწიფოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, იქნება უკრაინის დეპუტატი, თუ სახალხო დამცველი

"საქართველო, ეს არ არის ასე ვთქვათ ყველას ფეხების შესაწმენდი ქვეყანა. უკრაინის დეპუტატი იქნება თუ სახალხო დამცველი, კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. პოლიტიკური მიზნებისთვის ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ამიტომ, მან უნდა მიმართოს სახელმწიფოსაც და შესაბამისი პროცედურებიც უნდა გაიაროს და შესაბამისი პატივისცემა უნდა გამოხატოს საქართველოს სახელმწიფოს მიმართ", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 47-ე დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო არაერთმა პოლიტიკოსმა და რამდენიმე ექიმმაც.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა