სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

ირაკლი კობახიძე ყოლბაიასა და შამბას ონლაინ შეხვედრაზე - ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა და ეს ადამიანი არ წარმოადგენს მმართველ გუნდს

ნახვები: 477 ირაკლი კობახიძე ყოლბაიასა და შამბას ონლაინ შეხვედრაზე - ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა და ეს ადამიანი არ წარმოადგენს მმართველ გუნდს

ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა, ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა? ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ხომ არ საუბრობდა ხელისუფლები სახელით და ვერც ისაუბრებდა ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის გამართულ ონლაინ შეხვედრას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, საქართველოს პოლიტიკა არ შეცვლილა.

„ჩვენ გვაქვს ის პოლიტიკა რაც გვაქვს და ეს ყველასთვის არის ცნობილი. თუ რაიმე მიმართულებით რაიმე სიახლე გვექნება ჩვენგან გაიგებთ. ეს არის კონკრეტული ადამიანის კონკრეტული ინიციატივა, ეს ხომ არ არის ხელისუფლების ინიციატივა? ამ შემთხვევაში ეს ადამიანი ხომ არ საუბრობდა ხელისუფლები სახელით და ვერც ისაუბრებდა ხელისუფლების სახელით, რადგან არ წარმოადგენს მმართველ გუნდს როგორც მოგეხსენებათ. ამიტომ, ჩვენ რა პოლიტიკაც გვაქვს და რა პოზიციებიც გვაქვს ეს საზოგადოებისთვის ცნობილია. ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები, მათ შორის, მთავარი წითელი ხაზი დაკავშირებულია დეოკუპაციასთან. მთავარი ეროვნული პრიორიტეტი არის ჩვენი ისტორიული რეგიონების დეოკუპაცია“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრ, ვახტანგ ყოლბაიასა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივან, სერგეი შამბას შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა