Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„თიბისი“ ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის

ნახვები: 453 „თიბისი“ ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის

„თიბისი“ ლიზინგმა The European Fund for Southeast Europe (“EFSE”)-სგან 7 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია „თიბისი“ ლიზინგის უკვე რიგით მეორე წარმატებული გარიგებაა ფონდთან საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების(MSMEs) მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო აძლიერებს „თიბისი“ ლიზინგისა და EFSE-ს პარტნიორობას და „თიბისი“ ლიზინგს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სალიზინგო პროდუქტების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

საქართველოში MSME სექტორი საკმაოდ მზარდ სექტორს წარმოადგენს, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. „თიბისი“ ლიზინგი აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია EFSE-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე EFSE-სთან მუშაობას“, - განაცხადა ნუგზარ ლოლაძემ, „თიბისი“ ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა.

„EFSE-ს მუდმივი პარტნიორობა „თიბისი“ ლიზინგთან მკაფიოდ ასახავს ჩვენს საერთო მიზნისადმი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის განვითარების ხელშეწყობის ერთგულებას. MSME სეგმენტზე ფოკუსირებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის, ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორს, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის უფრო ფართო განვითარებას. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების შეთავაზებისადმი რომელიც აძლიერებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი მისიის ქვაკუთხედს“, - განაცხადა EFSE-ის რეგიონულმა დირექტორმა, ოქსანა ბინზარუმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა