თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ნახვები: 515 გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის საერთო ღირებულება თითქმის 37 მილიონი ფუნტი სტერლინგია.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, კამერონმა აშშ-ში მინისტრის რანგში პირველი ვიზიტის წინა დღეს უკრაინისთვის ზამთრის ჰუმანიტარული დახმარების ახალი, 29 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების პაკეტის და ასევე ჰუმანიტარული საქმიანობისთვის დამატებით 7.75 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ განაცხადა.

„აღნიშნული დაფინანსება არის დიდი ბრიტანეთის ჰუმანიტარული დახმარების, 127 მილიონი ფუნტი სტერლინგის ნაწილი, რომელიც უკრაინისა და რეგიონისთვის 2023-2024 წლებისთვისაა გათვალისწინებული და რომლის შესახებ ქვეყანამ ივნისში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა“, - აცხადებენ გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში.

მათივე ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მხრიდან უკრაინისთვის გამოყოფილი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების ჯამური ღირებულება 9.3 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა