ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

განათლების მინისტრის მოადგილე PISA 2022-ის ანგარიშზე - არ გვახარებს ის, რომ მონაცემები გაუმჯობესებული არ არის

ნახვები: 473 განათლების მინისტრის მოადგილე PISA 2022-ის ანგარიშზე - არ გვახარებს ის, რომ მონაცემები გაუმჯობესებული არ არის

ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის - იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA-ს ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, OSED-ის ძალიან ბევრ ქვეყანას მონაცემები გაუარესებული აქვს, რაზეც გავლენა კორონავირუსმა იქონია.

"PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემები. იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემზე. საუბარია კოვიდის პერიოდზე და თუ მიაქცევთ ყურადღებას, კოვიდის პერიოდში არა მხოლოდ ჩვენი, მთლიანად ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული და ამის მიზეზი გახლავთ კოვიდპანდემია. ამაზე განმარტება გააკეთა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმაც. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის. ანუ, იგივე მოცემულობაა, რაც 2018 წელს იყო, თუმცა თუ გადახედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე და OSED-ის ძალიან ბევრ ქვეყანას მონაცემები გაუარესებული აქვს”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 15 წლის ასაკის მოსწავლეების მიღწევა მათემატიკაში შემცირდა 8 ქულით, კითხვაში - 6 ქულით, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში გაიზარდა 1 ქულით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა