ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი კობახიძე - გახარიას სჩვევია ტყუილების ლაპარაკი - ჩვეულებრივი მატყუარაა

ნახვები: 477 ირაკლი კობახიძე - გახარიას სჩვევია ტყუილების ლაპარაკი - ჩვეულებრივი მატყუარაა

გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო, არ მახსოვს, ეკონომისტია თუ არა, მაგრამ ეკონომიკის მინისტრი იყო. ვინც ოდნავ ერკვევა ეკონომიკაში, ასეთ სამარცხვინო განცხადებას არ გააკეთებს, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, "გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის".

კობახიძის თქმით, გახარიას ახასიათებს ტყუილების ლაპარაკი, თუმცა, ადამიანმა, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი ერქვა, მსგავსი სახის ტყუილები არ უნდა თქვას, ვინაიდან, ეკონომიკის ზრდა ნიშნავს არა ფულის მასის მატებას, არამედ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს განვითარებას.

"ეკონომიკა იზრდება, თან მასშტაბურად - იცით, 16 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა მარტო ამ სამი წლის განმავლობაში. როდესაც ეკონომისტი ამტკიცებს იმას, რომ ეს 14 მილიარდი დოლარი წავიდა 20-25 კაცის ჯიბეში, მან უბრალოდ არ იცის ეკონომიკა. ამით შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოატყუო, მაგრამ, თავმოყვარეობის ამბავია, რომ ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, ასეთი სამარცხვინო ტყუილი არ აკადროს საზოგადოებას. სინამდვილეში, ეკონომიკის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ფულის მასა იმატებს. ეკონომიკის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ვითარდება ეკონომიკის სხვადასხვა სფერო, ვითარდება მომსახურება, წარმოება და ა.შ. რა თქმა უნდა, ფიზიკურად შეუძლებელია, ეს ყველაფერი გადანაწილდეს 20 და 25 ოჯახზე, მით უმეტეს, მას საერთოდ არ ჰქონია საუბარი არც გვარებზე, არც არაფერზე.

ზოგადად, გახარიას სჩვევია ასეთი ტყუილების ლაპარაკი. ის გამოირჩეოდა ტყუილებით ამ ბოლო წლების განმავლობაში. გახსოვთ, რაზე ააგო თვითმმართველობის არჩევნების დროს საკუთარი საარჩევნო კამპანია, ვითომ ის იყო ბიძინა ივანიშვილის რჩეული და ა.შ. ჩვეულებრივი მატყუარაა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, ადამიანმა, რომელსაც ერქვა ეკონომიკის მინისტრი, საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ასეთი სამარცხვინო ტყუილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა