თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

ნახვები: 370 ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილეს, არტემ ჟოგას განუცხადა.

რუსული მედიის ცნობით, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებთან არაფორმალური კომუნიკაციის დროს, ბატალიონ „სპარტას“ ბატალიონის მეთაურმა, არტემ ჟოგამ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა, არჩევნებში კენჭი იყაროს და რუსეთის ლიდერი მის „თხოვნას დასთანხმდა“.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს - 15 მარტიდან 17 მარტამდე - გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა