რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობიდან“ მელიას გასვლაზე - ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა

ნახვები: 377 არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობიდან“ მელიას გასვლაზე - ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა

ამას გადაწყვეტილებას ვერც დავარქმევთ, ეს იყო კატაპულტირება, კატასტროფის წინაშე მდგარი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაქცევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე ნიკა მელიას მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელია „ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას".

„თან უნდა დავაკვირდეთ ვინ არის ნიკა მელია. მელია არის ადამიანი, რომელმაც თქვა, არ გადავიხდი ჯარიმასო და გადაიხადა, არ შევალ პარლამენტშიო და შევიდა, თქვა, არ წავალ პარტიიდანო და წავიდა. ანუ ჯერჯერობით ყველაფერს აკეთებს უკუღმა და იმის საპირისპიროდ, რასაც ეუბნება საზოგადოებას. მის განცხადებაში კიდევ ერთი წამოცდენა იყო, მან თქვა, მთავარია რაოდენობაო, ეს იყო ერთგვარი აღსარება ე.წ. ახალი პარტიის შექმნის წინ, ანუ მიდის ოპოზიციის შიგნით ვაჭრობა რაოდენობებით, საზოგადოებას და მოქალაქეებს არ აღიქვამენ როგორც ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს, არ აღიქვამენ როგორც საზოგადოებას, ვინც აფასებს ამ ყველაფერს და ახსოვს, რას ამბობდნენ და აკეთებდნენ წარსულში, მხოლოდ რაოდენობებზე საუბრობენ შიგნით. რეალურად ერთმანეთს უწევენ წნევას, მაგრამ ავიწყდებათ, რომ საერთო წნევა ამ ოპოზიციას აქვს დაბალი“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა. ამასთან, როგორც მელიამ განაცხადა, ახალ პარტიას აფუძნებს, რომელიც ბევრს გააკეთებს ქართული დემოკრატიისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა