გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

ნახვები: 558 აშშ-მა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო

აშშ-მა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას ვეტო დაადო. რეზოლუციას მხარი საბჭოს 13-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ბრიტანეთმა კი თავი შეიკავა.

როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოში აშშ-ის წარმომადგენელმა განმარტა, პროცესი შესაბამისი კონსულტაციების ნაკლებობას განიცდიდა და არ ითვალისწინებდა ვაშინგტონის რეკომენდაციებს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, რეზოლუცია არ გმობდა "ჰამასს."

"არცერთი ქვეყანა არ უნდა შეეგუოს იმას, რაც "ჰამასმა" ჩაიდინა 7 ოქტომბერს. რომელიმე ჩვენს ქვეყანაზე რომ ასეთი თავდასხმა განეხორციელებინათ, ყველას გვექნებოდა მოლოდინი, რომ ეს საბჭო კიდევ ერთხელ დაადასტურებდა ჩვენს უფლებებს, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები. რეზოლუციის ყველაზე არარეალური ნაწილია მისი მოწოდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტის შესახებ. ეს, უბრალოდ, დატოვებს "ჰამასს" ადგილზე, შეძლებს, გადაჯგუფდეს და გაიმეოროს ის, რაც გააკეთა 7 ოქტომბერს. ეს რეზოლუცია არსებითად ამბობს, რომ ისრაელმა, უბრალოდ, უნდა მოითმინოს ეს," - თქვა აშშ-ის წარმომადგენელმა.

გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოში ბრიტანეთის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერ მიცემდა ხმას რეზოლუციას, რომელიც არ გმობს "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი სისასტიკეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა