Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე უშველის და ვერც ვერავინ

ნახვები: 416 გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე უშველის და ვერც ვერავინ

„ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე [კლუგჰაფტი] უშველის და ვერც ვერავინ, ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა ჩამოიყვანონ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის განცხადებას, რომ პარტიამ კონტრაქტი გააფორმა მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, როგორც საარჩევნო პერიოდში პარტიის სტრატეგიულ მრჩევლებთან.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ბევრი კონსულტანტი იმიტომ ჩამოჰყავს, რომ “ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ”.

„ქართულ ოცნებას“ ვერც მოშე [მოშე კლუგჰაფტი] უშველის და ვერც ვერავინ, ვინც არ უნდა ჩამოიყვანონ, რომელი ქვეყნიდანაც არ უნდა ჩამოიყვანონ. პრორუსული ძალა საქართველოში ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხთან ერთად მათ აუცილებლად დავამარცხებთ, დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს.

ბევრი კონსულტანტი ჩამოიყვანეს, იმიტომ, რომ ძალიან ეშინიათ და მძიმე ვითარება აქვთ. ერთხელ უკვე ხალხმა მათი ტყუილები ნახა, მათ შორის მოშესთან ერთად შემუშავებული და დარწმუნებული ვარ, ეს ტყუილები ვეღარაფერში ვეღარ წაადგებათ”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ პარტიამ, როგორც საარჩევნო პერიოდში სტრატეგიულ მრჩევლებთან, მოშე კლუგჰაფტსა და მირი მიქაელთან, კონტრაქტი გააფორმა.

ამასთან, „ქართული ოცნება“ ავრცელებს მოშე კლუგჰაფტის კომენტარსაც, სადაც აღნიშნულია, რომ მოხარულია საქართველოში დაბრუნებით.

“მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი საქართველოში და ვხედავ მის მნიშვნელოვან განვითარებას როგორც ეკონომიკაში, ასევე ევროკავშირისადმი მიდგომაში და განსაკუთრებით მის უნარში, შეინარჩუნოს მშვიდობა იმ დღეებში, როდესაც მსოფლიო ომის პირობებშია. მაგრამ საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ბევრი აკეთო – ასევე აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ ამაში დავეხმარებით მომავალ წელს“, - აღნიშნავს მოშე კლუგჰაფტი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა