ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნათია თურნავა - არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს

ნახვები: 508 ნათია თურნავა - არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს

არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი რეგულაცია მიმართულია იქითკენ, რომ კონსტიტუცია, კანონმდებლობა იყოს დაცული და საბაკო სისტემის მხრიდან ეფექტურად მოხდეს საერთაშორისო ვალდებულების აღსრულება.

„ნუ ეცდებით კონკრეტული სახელის და გვარის დარქმევას, მიწებებას ჩვენი რომელიმე გადაწყვეტილებებისთვის, მით უფრო, რომ დღესდღეობით საერთოდ არარელევანტურია ეს საკითხი. კონკრეტულ სახელებს და გვარებს იმიტომ არ ვახსენებ, რომ არც ერთი ჩვენი რეგულაცია და მათ შორის, სანქციებთან დაკავშირებული რეგულაცია არ ეძღვნება არც ერთ კონკრეტულ სახელს და გვარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, არარეზიდენტებთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების წესი არის საჯარო და ნებისმიერს შეუძლია გაეცნოს.

„კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ საერთაშორისო ვალდებულებებს. საბანკო სისტემა ერთგულია სანქციების დაცვის პრინციპისადმი. ჩვენ სანქციების არიდებას ჩვენს სივრცეში არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა