რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„დასკვნას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან“ - გურამ მაჭარაშვილის ომბუდსმენის კონსილიუმზე

ნახვები: 346 „დასკვნას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან“ - გურამ მაჭარაშვილის ომბუდსმენის კონსილიუმზე

„კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან, რის შედეგადაც შესაბამისი სამსახური გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა ომბუდსმენის მიერ შექმნილ კონსილიუმის დასკვნაზე.

შეგახსენებთ: სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ, 17 ნოემბერს, დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.

„ამ კონსილიუმზე დავინახეთ, რომ ექიმებმა თავის თავზე ვერ აიღეს პასუხისმგებლობა და პირდაპირ ვერ თქვეს, რომ ახლა სააკაშვილს კონკრეტული სამედიცინო მომსახურება ესაჭიროება და ეს არ არის მე-18 დაწესებულებაში. თქვეს, რომ ეს ასე არ არის, თუმცა მათი აზრია, რომ სჯობს, რომელიმე სამოქალაქო კლინიკაში გააგრძელოს მკურნალობა სააკაშვილმა.

კონსილიუმის განცხადებას პენიტენციური დაწესებულება და ექიმები შეისწავლიან, რის შედეგად შესაბამისი სამსახური გადაწყვეტილებას მიიღებს. ვარაუდი გამოითქვა, რომ შეიძლება, ინტენსიური თერაპია დასჭირდეს, მაგრამ ისიც არ თქვეს, რომ ინტენსიური თერაპიისთვის არ არის შესაბამისი აღჭურვილობა. მათ თქვეს, რომ თანამედროვე აღჭურვილობა არის, ექიმებს პროფესიონალიზმი არ დაუწუნეს, მაგრამ თქვეს, რომ შენობას გამოცდილება არ აქვს. ანუ, თუ ტექნიკა თანამედროვეა და ექიმები არიან პროფესიონალები, შენობის გამოცდილება არ მესმის, რისთვის შეიძლება იყოს საჭირო. მათი მოსაზრებაა, რომ გარკვეული მომსახურება დასჭირდეს, რაც შეიძლება, ვერ გასწიონ ექიმებმა. კონკრეტული სამედიცინო მომსახურება არ არის დასახელებული, რომელიც შეიძლება, რომ მე-18 დაწესებულებაში არ გაეწიოს სააკაშვილს", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა