Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილზე წარმოდგენა შემეცვლება, თუ თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს და სააკაშვილს შეიწყალებს

ნახვები: 544 ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილზე წარმოდგენა შემეცვლება, თუ თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს და სააკაშვილს შეიწყალებს

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში, თუ სააკაშვილს შეიწყალებს. მასზე წარმოდგენა შემეცვლება, თუ თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური“ მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია, შეწყალებასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ კომენტარებს, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელმოწერით დაამტკიცოს, რომ ნამდვილად მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს.

„შესაბამისად, მისი განცხადება სწორი და ადეკვატურია, თუმცა ყველა დღე მნიშვნელოვანია, ადამიანი პოლიტიკურ ტყვეობაში ატარებს ცხოვრებას. მისი მხრიდან შერბილებული განცხადება თუ არის, მივესალმები. ზოგადად, ასე ხდება პოლიტიკაში – სალომე ზურაბიშვილი ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ფიგურაა, თუმცა მისი იმპიჩმენტისთვის მხარი არ დაგვიჭერია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნებოდა. ამიტომ, ისიც არა პირადი შეხედულებით, არამედ ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იღებდეს გადაწყვეტილება. ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება პუტინის პატიმარი საპატიმროში. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია გადაწყვეტილებებში, თუ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძის ბრალით გასამართლებული სააკაშვილის გათავისუფლებით. მას შეუძლია, დაამტკიცოს, რომ დამოუკიდებელია. ვიდრე „ფეესბეს“ აგენტის ბრალით ტყვეობაში მყოფ სააკაშვილს არ იწყალებს, სხვა წარმოდგენები მაქვს, თუმცა მას კალამი ხელში აქვს და შეუძლია, გადაწყვეტილება მიიღოს. მასზე წარმოდგენა შემეცვლება, თუ თავისუფალ გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილს სალომე ზურაბიშვილის სამომავლო გეგმებზე დაუსვეს კითხვა.

„ახლა პარტნიორად, თანამებრძოლებად განვიხილავ ახალგაზრდებს და ვფიქრობთ, ამ ახალგაზრდებმა უნდა უზრუნველყონ „რუსული პარტიის“ ჩამოცილება მართვის სადავეებიდან. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორებად განვიხილავთ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, ამიტომ სხვა პოლიტიკურ ფიგურებს რა მომავალი აქვთ და პერსპექტივას უყურებენ, ეს მათი საქმეა. მათი პოლიტიკური მომავალი ნაკლებად მაინტერესებს. მე მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ბედი მაინტერესებს, რომელიც ევროპულ, დემოკრატიულ, უსაფრთხო, თავისუფალ ქვეყანას უნდა დავუკავშიროთ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა