სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

შარლ მიშელი - ისტორიული მომენტია, ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, სიძლიერეს, ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს

ნახვები: 561 შარლ მიშელი - ისტორიული მომენტია, ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, სიძლიერეს, ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს

ისტორიული მომენტია. ეს აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას, ევროკავშირის სიძლიერეს. გადაწყვეტილებები მიღებულია. ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით გვსურს მოლაპარაკების დაწყება. ანგარიში გამოქვეყნდება მარტში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვურს, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. ეს არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, ძლიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება. დღეს ჩვენ ვფიქრობთ უკრაინელ ხალხზე და მათ გვერდით ვართ“, – აცხადებს მიშელი.

მიშელის თქმით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის.

„ბევრი ვიმუშავეთ სამიტის წინ. მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას. რთული დებატები მიმდინარეობს, ჩარჩოზე უნდა შევთანხმდეთ. იმედი მაქვს, რომ მომდევნო საათებში შევძლებთ, ვიყოთ ერთიანები ამ საკთხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა