ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მეოთხე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ბაზად გადაიქცა

ნახვები: 552 მეოთხე ბაზირებული ხომალდით ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ბაზად გადაიქცა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა ავიაკომპანია Wizz Air-მა საჰაერო ხომალდების რაოდენობა ოთხამდე გაზარდა და ქუთაისი-კოპენჰაგენი-ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ერთი წლის მანძილზე აორმაგებს ბაზირებული საჰაერო ხომალდების რაოდენობას და ახალ მიმართულებებს ამატებს.

,,მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო ევროკავშირის სტატუსის მოპოვება. სიმბოლურია, რომ დღეს, 27-ე მიმართულებით დაიწყო ფრენები ქუთაისიდან ევროკავშირის მიმართულებით. კოპენჰაგენი არის კიდევ ახალი შესაძლებლობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად, მოქნილად და შეღავათიან ფასებში იმგზავრონ ევროპის მიმართულებით. მეოთხე ბაზირებულმა ხომალდმა საშუალება მოგვცა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან საშუალო ზომის ბაზად გადაქცეულიყო. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი არის ძალიან მზარდი და მოთხოვნადი აეროპორტი და საქართველოდან ევროპაში ყველაზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ავიამიმოსვლა სწორედ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა