ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ნახვები: 365 მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მიესალმებიან სახალხო დამცველის მიერ სამედიცინო ჯგუფის შექმნას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოპყრობას პირველი ოქტომბრიდან, რაც ის დააკავეს. გვინდა, შევაქოთ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაწეული საზედამხედველო სამუშაო, რაც გულისხმობს დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის ჩამოყალიბებას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შეფასებას.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე მოუსმინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სააკაშვილის სათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით.

ჩვენ ასევე მტკიცედ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ უზრუნველყოს, რათა სააკაშვილმა შეძლოს მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვაზე დასწრება, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, პირადად დაესწროს სასამართლო განხილვებს, თუ ის ამას მოითხოვს", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა