ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ფაქტობრივად განადგურებულია - კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე

ნახვები: 404 შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია ფაქტობრივად განადგურებულია - კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხისა და ისტორიის წინაშე

განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია - აღარ ვსაუბრობ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც კანდიდატის სტატუსის ამბავი გაიგეს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, ოპოზიციას სურდა, რომ საქართველოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ვნახეთ, განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია. პარასკევს, როდესაც გვქონდა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვანია, რადგან სესია იხურება, ჰიმნი უნდა გაჟღერდეს, ვნახეთ, რომ ოპოზიციის თითო-ოროლა წარმომადგენელი იმყოფებოდა სხდომაზე. როდესაც მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მეორე დღეს სხდომაზეც კი არ მოვიდნენ, რომ არ აღენიშნათ. აღარ ვსაუბრობ საერთოდ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს.

მთელი ეს პერიოდი ვაკვირდებოდით იმას, რომ ოპოზიცია საუბრობდა, რომ საქართველო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს გეგმა ჩაუვარდათ. მეორე, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვერ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. დადიოდნენ კაბინეტიდან კაბინეტში. ატალახებული ჰქონდა ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქის კაბინეტები, იმისთვის, რომ ევროპელი კოლეგები დაერწმუნებინათ, რომ საქართველოსთვის არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი. მათ და რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ ჰქონდათ ზუსტად ეს მიზანი დასახული. სტატიებს აქვეყნებდნენ ამაზე, „ენჯეობი“ წერდნენ სტატიებს, რომ გადაეწიათ კანდიდატის სტატუსის მიცემა ან ისე მოეცათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი, რომ ეს ოპოზიციის ხელში იარაღად ქცეულიყო. ქართული რადიკალური ოპოზიცია და, სამწუხაროდ, ზოგჯერ ზოგიერთი არარადიკალურიც, კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისიის მიერ დამტკიცებულია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც გასაჯაროვდება.

„რაც შეეხება რეკომენდაციებს და შემდეგ სამუშაოებს, იცით, რომ სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია უწყებათაშორისი კომისიის მიერ, რომელიც გასაჯაროვდება. ჩვენ ამ გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა