Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-ში მიწვეული არ არის

ნახვები: 566 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-ში მიწვეული არ არის

უკრაინის ნატო-ში შესვლა არის ყველაზე ძლიერი ვარიანტი ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიწვეული ალიანსში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კიევს ოფიციალური პარტნიორებისგან ჯერჯერობით არ მიუღია არანაირი წინადადება ალიანსში უკრაინის ე.წ ნაწილობრივი გაწევრიანების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს იდეა სისულელეა.

„სიგნალები ალიანსში ვინმეს ნაწილობრივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით სისულელეა. არავითარი შეურაცხყოფა არ მინდა მათ მიმართ, ვინც ამას ამბობს, თუმცა ვთვლი, რომ ეს სისულელეა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამან იმუშაოს. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინის ნაწილი ნატო-ში იქნება. ეს არის მაღალი რისკი. ეს ნიშნავს, რომ იქნება ომი ნატო-სთან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკის თქმით, „ნაწილობრივი გაწევრიანება“ შექმნის პრობლემას უკრაინის მიერ ოკუპირებული მიწების დაბრუნების შესახებ, რომელიც უკვე ნატო-ს წევრი იქნება.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს, როგორც რუსულს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა