ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის იმუნიტეტის საკითხზე განხილვის დაჩქარების შესახებ სპეციალური პროკურორის მოთხოვნა უარყო

ნახვები: 528 აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის იმუნიტეტის საკითხზე განხილვის დაჩქარების შესახებ სპეციალური პროკურორის მოთხოვნა უარყო

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის საქმის სპეციალური პროკურორის, ჯეკ სმიტის მოთხოვნა, დაეჩქარებინათ არგუმენტაციის წარდგენა იმის თაობაზე, აქვს თუ არა დონალდ ტრამპს იმუნიტეტი ფედერალური დევნისგან იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც მან სავარაუდოდ ჩაიდინა პრეზიდენტობის დროს. სპეცპროკურორმა ჯეკ სმიტმა შესაბამისი მოთხოვნა უზენაეს სასამართლოში 12 დეკემბერს შეიტანა.

საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმების სავარაუდო მცდელობას. აღნიშნულთან დაკავშირებით ტრამპს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი არჩევნების დივერსიის ბრალდებით წაუყენეს.

სასამართლომ გადაწყვეტილება არ განმარტა.

როგორც დონალდ ტრამპის ადვოკატები აღნიშნავენ, აღნიშნული საქმის განხილვა სიფრთხილეს მოითხოვს და არა აჩქარებას.

მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ გააჭიანურებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა