ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ეს არის პარტია, რომელიც შეგვიძლია სახელმძღვანელოებში შევიტანოთ და ბავშვებს ვასწავლოთ - კალაძე ენმ-ზე

ნახვები: 439 ეს არის პარტია, რომელიც შეგვიძლია სახელმძღვანელოებში შევიტანოთ და ბავშვებს ვასწავლოთ - კალაძე ენმ-ზე

2008 წლის ომი, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება და მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] უგუნური პოლიტიკის შედეგი. დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული და გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები - ეს იყო შედეგი რაც მივიღეთ, რაზეც დღესაც ვიმკით, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ის დეტალებში ვერ შევა და ვერ ისაუბრებს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება-არგასამართლებაზე.

„ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულები რომ აქვს ჩადენილი, მგონი ამაზე არ ვდავობთ. იგივე 2008 წლის ომი, ეს იყო მოღალატეობრივი ქმედება და მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი, ის რაც მივიღეთ - დაკარგული ტერიტორიები, განადგურებული და გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული სოფლები, გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ეს იყო შედეგი რაც მივიღეთ, რაზეც დღესაც ვიმკით. მე არ მინდა დეტალებში შევიდე გასამართლება-არგასამართლებაზე, უამრავი დანაშაული აქვს „ნაციონალურ მოძრაობს“მომავალი წელი არის არჩევნების წელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და „ქართული ოცნება“ კონცენტრირდება იმისთვის, რომ არჩევნებში ღირსეულად წარდგნენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უამრავი დანაშაული. ეს არის პოლიტიკური პარტია, რომელიც შეგვიძლია, პოლიტიკურ სახელმძღვანელოებში შევიტანოთ და ბავშვებს ვასწავლოთ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება, როცა მართავს ქვეყანას. ასევე,იმასთან დაკავშირებით, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია, როცა ოპოზიციაში ხარ“, - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა