ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან ხაბეიშვილი - უამრავი ადამიანი ხვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი - ცხადია, ნერვიულობს პუტინი

ნახვები: 550 ლევან ხაბეიშვილი - უამრავი ადამიანი ხვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი - ცხადია, ნერვიულობს პუტინი

ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი - მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია სწუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი , - ამის შესახებ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, უამრავი ადამიანი ხვდება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ „ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი“.

“ევროკავშირი ნიშნავს უსაფრთხოებას, მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას. დიახ, ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია, წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, სადაც ომი, უბედურება და მკვლელობაა. არავის არ უნდა დღეს რუსეთის მოქალაქეობა, ცივილიზებულ სამყაროს ფაქტობრივად მოწყდა და დარწმუნებული ვარ, ათწლეულები ასე იქნება პუტინის პირობებში, სანამ ის არ დასრულდება. და რომ დასრულდება, შემდეგ კიდევ ათწლეულები დაჭირდება რუსეთს იმ რეპუტაციის აღსადგენად, რაც ჰქონდა თავის დროზე. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის წევრობა უკვე შემდეგში, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უამრავი ადამიანი ხვდება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი და ამიტომაც ხდება ეს პროცესი, მაგრამ ამასაც ექნება ლოგიკური დასასრული როგორც კი ჩვენ სწრაფად მოვახერხებთ ევროკავშირში ინტეგრაციას, ამას კიდე ძალიან სწრაფად გავაკეთებთ ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის გარეშე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა