ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

სოფო ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია

ნახვები: 543 სოფო ჯაფარიძე - ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია

ბიძინა ივანიშვილმა დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა, რომ ის ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც სოფო ჯაფარიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად დაბრუნება არაფერს ემსახურება გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოლოოდ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს.

„კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე არაერთხელ მითქვამს და დღეს საბოლოოდ დადასტურდა, რომ დიახ, რუსი ოლიგარქი არასოდეს წასულა ქართული პოლიტიკიდან. მან დღეს საბოლოოდ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა და კიდევ ერთხელ დაადასტურა შიში იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფართო ჩართულობით 2024 წელს ცვლილებები გარდაუვალია. ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა ქვეყანაში რუსული მართლმსაჯულება, რუსული გავლენების გაძლიერება, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების ბიზნეს ინტერესები საქართველოში, რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური პატიმრობა, მისი დავალებით და ხელშეწყობით საქართველო გახდა რუსული დასანქცირებული ტვირთების კორიდორი, ქართული ჯარი იკვებება რუსული საკვებით და საქართველოს ხელისუფლება ათობით მილიონ ლარს იხდის რუსულ პროდუქციაში. დიახ მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილი იყო და არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მისი პოლიტიკაში ღიად დაბრუნება არაფერს ემსახურება გარდა იმისა,რომ კიდევ ერთხელ საბოლოოდ ქვეყანაში ავტორიტარიზმი გაფორმდეს და მოხდეს ქვეყნის რუსიფიკაცია. ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა ისეთ მნიშვნელოვან თარიღებზე როგორიც არის გავრილოვის ღამე, მარტის მოვლენები, ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ მილიონზე მეტ ჩვენი მოქალაქის ემიგრაციაში წასვლაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა. მინდა, ვუთხრა მას – ქართველი ხალხი 2024 წელს აღარ აირჩევს რუსეთს, აღარ აირჩევს შიმშილს, სიღარიბეს, სიბნელეს, უმუშევრობას და აღარ აირჩევს ემიგრაციას“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა