ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველომ Meta-სგან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნების რაოდენობა გაზარდა

ნახვები: 579 საქართველომ Meta-სგან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნების რაოდენობა გაზარდა

საქართველოს საგამოძიებო სამსახურებმა გლობალურ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta Platforms-ს მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების გამოთხოვით 2023 წლის პირველ ნახევარში 47 განაცხადით მიმართა. ეს განაცხადები სულ 149 ანგარიშის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას შეეხებოდა.

მსოფლიოს მთავრობებთან თანამშრომლობის შესახებ Meta ნახევარწლიურ ანგარიშებს აქვეყნებს. სწორედ ამ ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოდან შესული განცხადებების 94% დადებითად დააკმაყოფილეს და მოთხოვნილი ინფორმაცია გასცეს.

შედარებისთვის, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან Meta-ში პერსონალური მონაცემების გაცემის 27 განაცხადი გაიგზავნა, რომლებიც 40 ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას შეეხებოდა. ამ განცხადებების 96% დადებითად დაკმაყოფილდა.

Meta-ში შესული განცხადებები შეეხება როგორც Facebook-ს, ასევე Instagram-ს, Whatsapp-ს და სხვა სერვისებს, რომლებსაც Meta აერთიანებს. დადებითად დაკმაყოფილებულ განცხადებებს Meta აღრიცხავს შემდეგი კრიტერიუმით - percentage of requests where some data produced - განცხადებების რაოდენობა, რომლებზეც გარკვეული მონაცემები მომზადდა. შესაბამისად, ორგანიზაცია მასში აღრიცხავს ისეთ პასუხებსაც, რომლებიც საგამოძიებო უწყებების მიერ მოთხოვნილ სრულ ინფორმაციას ნაწილობრივ მაინც პასუხობს. თითოეულ განცხადებას Meta დეტალურად სწავლობს, რის შემდეგაც კომპანია ინფორმაციის სრულად/ნაწილობრივ ან საერთოდ არ გაცემის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას.

ამავე ანგარიშის თანახმად, Meta-მ 2023 წლის პირველ ნახევარში სომხეთიდან ინფორმაციის გამოთხოვაზე 5 განაცხადი, აზერბაიჯანიდან კი 15 განაცხადი მიიღო. აზერბაიჯანიდან შესული 15 განაცხადი 50 პირის მონაცემებს ეხებოდა და Meta-მ განცხადებების 40% დააკმაყოფილა, სომხეთიდან შესული 5 განაცხადი კი 6 პირის მონაცემებს ეხებოდა, Meta-მ ამ განცხადებების 60% დააკმაყოფილა.

ყველაზე მეტი 74 ათასი განაცხადი აშშ-დან შევიდა, რაც 125 ათას ანგარიშს ეხებოდა, აქედან 88%-ზე Meta-მ მოთხოვნა დააკმაყოფილა. განცხადებების რაოდენობით ასევე ლიდერია გერმანია, საიდანაც 2023 წლის პირველ ნახევარში Meta-მ 21 ათასი განცხადება მიიღო 29 ათასი ანგარიშის მონაცემებთან დაკავშირებით, საიდანაც Meta-მ 72% დააკმაყოფილა.

საქართველოდან Meta-ში შესული განცხადებების სტატისტიკა 2013-2023 წლებში:

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა