სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

„უზნეობასთან უფრო ახლოსაა“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

ნახვები: 389 „უზნეობასთან უფრო ახლოსაა“ - გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილზე

„საუბარი, რომ გირგვლიანის თემა "პიარული" ნაწილია პოლიტიკისა, საკმაოდ მდარე თავის მართლებაა", - განაცხადა დღეს, 30 ნოემბერს, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 29 ნოემბერს, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „არანაირი „გირგვლიანის საქმე" არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს".

„ის ოფიცრები დაკავებულები იყვნენ, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა 280 სამხედროს ამნისტია, მათ შორის, ერთი, ჩემ მიერ ამნისტირებული თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში", - განაცხადა სააკაშვილმა.

„შთაბეჭდილება საკმაოდ მძიმეა - მესამე პრეზიდენტი მოხვდა განსასჯელის სკამზე, დანაშაულები თვალხილულია, ეს დანაშაულები მოხდა. იმაზე საუბარი, რომ გირგვლიანის თემა "პიარული" ნაწილია პოლიტიკისა, საკმაოდ მდარე თავის მართლებაა, ამას თავის მართლებაც არ ჰქვია, უზნეობასთან უფრო ახლოს არის. რუსული თემის ექსპლუატაციას რაც შეეხება, ეს თავის ძველი პოზიციების გადამღერებაა. თუ ვინმეს აწყობს დაძაბულობა, რაც სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნა, თუნდაც უკრაინაში მისი საქმიანობა, ეს მოსკოვია და პუტინის ასე ხშირად ხსენება ამ კონტექსტში მის საქციელს არ შეესაბამება. თუ ვინმემ რამე გააკეთა სახელმწიფოში, რათა რუსეთს თავის სტრატეგიული გეგმების რეალიზაცია მოეხდინა, ეს არის სააკაშვილი და მისი გარემოცვის გარკვეული ნაწილი,"- განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა