ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს

ნახვები: 383 გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარებას გააორმაგებს

გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან.

გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა და ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა