რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, „ოცნებას“ კონსტიტუციის ცვლილების ვალდებულება არ აქვს“ - შალვა პაპუაშვილი

ნახვები: 376 „19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, „ოცნებას“ კონსტიტუციის ცვლილების ვალდებულება არ აქვს“ - შალვა პაპუაშვილი

„მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, „ქართულ ოცნებას" არ აქვს კონსტიტუციის ცვლილების ვალდებულება," - განაცხადა დღეს, „ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ, 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება.

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიციირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, შარლ მიშელის შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა I მოსმენით მიიღო.

მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციულ სისტემით უნდა ჩატარდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, 8 მარტის შეთანხმების მიხედვით, 120+30 სისტემით და 1%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს.

შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის მიხედვით კი, რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე, თუმცა, „ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა.

„მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, „ქართულ ოცნებას" არ აქვს კონსტიტუციის ცვლილების ვალდებულება. ეს იქნება მხოლოდ კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნება იმოქმედებს.

ეს პროცესი, სრული თანხმობის პროცესი უნდათ, გამოიყენონ დესტაბილიზაციისთვის და არეულობისთვის, რომ შემდეგ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა