თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას

ნახვები: 527 ირაკლი კობახიძე - საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას

საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს ფრთების გაშლას, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატა ფერაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „სამების ტაძარი საქართველოში კორუფციის მთავარი ტაძარია“.

მისი თქმით, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება და ნებისმიერ ასეთ ფაქტზე საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება.

„ასეთი უხეში ფორმით ბოლშევიზმი გვახსოვს საუკუნის წინანდელი პერიოდიდან და გვეგონა, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ვხედავთ, რომ საქართველოში ბოლშევიზმი ახალი ენერგიით ცდილობს საკუთარი ფრთების გაშლას. რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვათ, ბოლშევიზმი არ არის ის, რაც დამახასიათებელია ჩვენი ეროვნული სულისკვეთებისთვის, აქედან გამომდინარე, ვერავითარი გასაქანი ბოლშევიზმს ვერ ექნება, შესაბამისად საჭიროა საზოგადოების სწორი რეაგირება ნებისმიერ ასეთ ფაქტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა