თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

დეკანოზი იოანე გორელიშვილი - პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ნახვები: 579 დეკანოზი იოანე გორელიშვილი - პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა განმარტა, თუ რატომ ვერ აღავლინა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ უძლურებიდან გამომდინარე, ის ყველა მსახურებაში ვერ მონაწილეობს.

„პატრიარქის ჯანმრთელობა სტაბილურია, უბრალოდ, მისი ასაკიდან და უძლურებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია, რომ ყველა მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა. სამწუხაროდ, დღესაც ვერ შეძლო“, - განაცხადა დეკანოზმა, იოანე გორელიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინა და წყლის კურთხევის წესი ჩატარდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა