Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ჯონ კირბი - ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს

ნახვები: 550 ჯონ კირბი - ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბარში მძევლების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა და ღაზაში „მიზნობრივ ოპერაციებზე” გადასვლა განიხილეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

„ორმა ლიდერმა ასევე განიხილეს ღაზაში არსებული ვითარება და მიზნობრივ ოპერაციებზე გადასვლა, რომელიც მზარდი ჰუმანიტარული დახმარების ჩასვლას, და „ჰამასსა“ და მის ხელმძღვანელობაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ზეწოლის შენარჩუნებას მისცემს საშუალებას“, - განაცხადა კირბიმ.

მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიესალმა ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას აშდოდში მდებარე ისრაელის პორტის გავლით დაუშვას ღაზის სექტორში ფქვილის დიდი რაოდენობით შესვლა.

კირბიმ აღნიშნა, რომ მხარეები ასევე „ცალკე მუშაობენ ღაზაში საზღვაო გზით უფრო პირდაპირი მიწოდებების ვარიანტებზე“.

სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ასევე ახალი ინფორმაცია მოითხოვა გადასახადებით მიღებული ასობით მილიონი დოლარის შესახებ, რომლებსაც ისრაელი პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გადასცემს.

კირბიმ აღნიშნა, რომ ეს თანხა ასევე წავა პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის უსაფრთხოების ძალების ხელფასებში, რომლებთანაც ისრაელი თანამშრომლობს დასავლეთ სანაპიროზე ტერორიზმთან ბრძოლაში.

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა კვირას უნდა გამართოს კენჭისყრა თვეების დაგვიანების შემდეგ აღნიშნული თანხების გადაცემასთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა