ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

„დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი

ნახვები: 491 „დღევანდელი სასამართლო სააკაშვილისთვის პოლიტიკური ტრიბუნა იქნება“ - გურამ მაჭარაშვილი

დღევანდელი სასამართლო სხდომაც პოლიტიკური ტრიბუნა იქნება სააკაშვილისთვის, რაც მეტს ილაპარაკებს, მით უარესი იქნება მისთვის - ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, რატომ არის განსასჯელი," - განაცხადა დღეს, 2 დეკემბერს, „ოცნების" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მესამე პრეზიდენტის მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 დეკემბერს იმართება. სხდომა ე.წ. პიჯაკების საქმეს ეხება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს თავად ესწრება.

„პატიმარ სააკაშვილის გამოსვლებს რაც შეეხება, როგორც წინა სასამართლოზე ვიხილეთ, სავარაუდოდ, ეს სასამართლო სხდომაც იქნება მისთვის პოლიტიკური ტრიბუნა, თუმცა მიმაჩნია, რომ რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკაზე, მით ნაკლები გვექნება სამტკიცებელი, თუ რატომ არის განსასჯელი ახლა და რატომ გამოიტანა თავის დროზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი. რაც მეტს ილაპარაკებს პოლიტიკურ საკითხებზე, მით უარესია მისთვის და უკეთესი ჩვენთვის, რადგან ნაკლები გვექნება სამტკიცებელი მის მოღვაწეობაზე, რა დანაშაულები ჩაიდინა და უარესია მისთვის, რადგან ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდება საზოგადოებას," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა