ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა, მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას ციხიდან და არჩევნებზე ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას

ნახვები: 486 პეტრე ცისკარიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა გამოიჩინოს გამბედაობა, მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას ციხიდან და არჩევნებზე ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას

ბიძინა ივანიშვილმა გამბედაობა გამოიჩინოს, მთავარი ოპონენტი მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას ციხიდან, არჩევნებზე ეს ორი ძალა შეეჯიბროს და ხალხმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული.

„არ მინდა, ამ თემაზე რაღაც სპეკულაციებში და სხვადასხვა ვერსიების გახმოვანების ერთგვარ ასპარეზობაში ჩავერთო. ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის განმარტება მოვისმინე, თუ რატომ დაბრუნდა. გასაგებია, რომ ძალიან უჭირთ და ეშინია. ერთტურიანი არჩევნებია, მაჟორიტარები არ ჰყავთ, მანდატებთან დაკავშირებული ფორა აღარ აქვთ, აღარც ის სამკვირიანი ფორა აქვთ, როგორც 2018 წელს, რომ გამოვიდა, იტირა, ხალხის მოსყიდვას სხვადასხვა ინსტრუმენტით შეეცადა, რათა მეორე ტურში წარმატებისათვის ისევ და ისევ გაყალბების ფონზე მიეღწია. ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ მის დაბრუნებასთან დაკავშირებით, მაგრამ გამოჩნდა, ჩრდილიდან გამოვიდა, თორემ ის პოლიტიკაში და ამ გუნდის მართვაში მუდმივად იყო ჩართული, ეყო ამის გამბედაობა და ვაჟკაცობა, თუ ამას გამბედაობა სჭირდებოდა. მოდი, ახლა ის გამბედაობა გამოიჩინოს და პოლიტიკური ვაჟკაცობა დავარქვათ ამას, რომ მთავარი ოპონენტი, ოპოზიციონერი, რომელიც იზოლირებულია, რომელიც ციხეშია, რომელსაც არ ეძლევა საშუალება, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, მიშა სააკაშვილიც გამოუშვას. სულ რაღაც ცხრა თვეში არჩევნებია. ეს ორი ძალა შეეჯიბროს ერთმანეთს და ხალმა გადაწყვიტოს, ვის ანდობს ქვეყანას, ამ სახელმწიფო მომავალს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა