რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ

ნახვები: 448 ლევან ბეჟაშვილი და ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი და საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ანა წითლიძე ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს შეხვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ინფორმაციით, პარტიის ლიდერებს ერთი კვირის განმავლობაში ექნებათ მაღალი რანგის შეხვედრები სხვადასხვა დასავლელ ლიდერებთან.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სესიის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების და ევროსაბჭოს ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან.

„შეხვედრების მთავარი თემაა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა და გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობასთან, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ორგანიზების აუცილებლობასთან, რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასა და სახელმწიფოს მიტაცებასთან”, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ანა წითლიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას.

“დღეს შევხვდით ნორვეგიის პარლამენტის წევრს და PACE - ნორვეგიის დელეგაციის ხელმძღვანელს ინგრიდ შოუს, ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ვთხოვეთ გრძელვადიანი სადამკვირებლო მისიის უზრუნველყოფა ნოვერგიიდან და გვითხრეს, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება ძალიან დიდი დაკვირვების ქვეშ”, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა