რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

„კალა, თბილისი მარტო ჭავჭავაძის პროექტი არ არის

ნახვები: 391 „კალა, თბილისი მარტო ჭავჭავაძის პროექტი არ არის

„კალა, თბილისი მარტო ჭავჭავაძის პროექტი არ არის", „ალა შენ რომ შენი ჯიბე გგონია, ეგ თბილისელების ბიუჯეტია!", - ამ წარწერებით და მსგავსი შინაარსის ბანერებით აქციის მონაწილეებმა საკრებულოს შენობასთან პოსტერები მიიტანეს.

ამ წუთებში თბილისის საკრებულოს შენობის წინ სხდომის პარალელურად აქციას მართავენ.

შეგახსენებთ: დღეს, 7 დეკემბერს, საკრებულოში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობას წარადგენს. ამის შემდეგ საკრებულო თბილისის რაიონების გამგებლების არჩევას უყრის კენჭს.

სხდომას ესწრებიან ოპოზიციური პარტიები, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც.

ოპოზიციის თქმით, „მთავრობის შემადგენლობა უცვლელი იქნება და ეს იმას ნიშნავს, რომ კალაძე მუშაობას ისევ "კორუფციული მეთოდებით განაგრძობს". - აცხადებენ ოპოზიციის წევრები.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა