გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი „ლუზერად“ მოიხსენია

ნახვები: 537 ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი „ლუზერად“ მოიხსენია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ლუზერად“ მოიხსენია. ჯო ბაიდენი სამხრეთ კაროლინაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებს ხვდებოდა, სადაც მან სიტყვით გამოსვლისას არაერთხელ გააკრიტიკა დონალდ ტრამპი სხვადასხვა დროს გაკეთებული მისი გამონათქვამების გამო.

„დონალდ ტრამპმა, როდესაც ის მთავარსარდალი იყო, უარი თქვა პარიზის გარეუბანში ამერიკელი დაცემული გმირების სასაფლაოს მონახულებაზე და ეს გმირები, ვციტირებ, სულელებად და „ლუზერებად“ მოიხსენია. მან მართლა ასე თქვა.

როგორ ბედავს ამის თქმას? როგორ ბედავს ამის თქმას ჩემს შვილსა და სხვა ოფიცრებზე? მე მათ პატრიოტებს ვეძახი. ერთადერთი „ლუზერი“, რომელსაც ვხედავ, დონალდ ტრამპია“, – განაცხადა ბაიდენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა