ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე: „იდეალურები არ ვართ“

ნახვები: 357 კახა კალაძე: „იდეალურები არ ვართ“

„იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში", - განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ .

მისივე თქმით, სანამ ქვეყნაში იარსებებს დესტრუქციული ძალები მანამდე იდეალური არაფერი იქნება.

„დღეს მეგის ქარდავას და თემურ უბირიას თანაგუნდელები ჩვენ გვეძახით მწამებლებს. აი, ის ხალხი, ვინც ამტკიცებთ, რომ თქვენს ბელადს, სააკაშვილს არცერთი დანაშაული არ ჩაუდენია თურმე და ციხეში ტყუილად ზის. ის სააკაშვილი, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას პიარს ეძახის და რომელიც უტიფრად აცხადებს, რომ არა ათასობით მის ციხეში ნაწამები ადამიანი, არამედ თავად თვითონ არის წამების მსხვერპლი, საწყალი, რადგან საკანში ჯდომა არ შეუძლია და ეს თურმე მას თრგუნავს.

აი, ასეთი უტიფარი, ურცხვი ძალის წარმომადგენლები ხართ თქვენ და როგორც ჩანს, ასეთებად დარჩებით ყოველთვის. აი, ეს ხალხი ითხოვთ ჩვენგან, ვიყოთ იდეალურები. მე ძალიან მარტივად გიპასუხებთ ამაზე - დიახ, ჩვენ, შეიძლება, იდეალურები არ ვართ, მაგრამ ოპტიმალურები ვართ ამ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში.",-განაცხდა კალაძემ

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა