ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს

ნახვები: 407 საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს

„შეუძლებელია, ერთი მხრივ საუბრობდე, რომ შეთანხმება გინდა და თან პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდე", - განაცხადა დღეს, 8 დეკემბერს, საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საჭიროა შეთანხმება.

„საკითხი მარტივია - საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნება" ოპოზიციის გარეშე ვერ მიიღებს, ხოლო ოპოზიცია - „ქართული ოცნების" გარეშე. ამიტომ, საჭიროა შეთანხმება. შეთანხმებისთვის უნდა იყოს შეთანხმების ატმოსფერო და არა დაძალების, იძულებისა და მოთხოვნის. შეუძლებელია, ერთი მხრივ საუბრობდე, რომ შეთანხმება გინდა და თან პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდე. სულ მცირე, რიგგარეშე არჩევნების საკითხი უნდა მოიხსნას. საკითხი თავად ამომრჩეველმა მოხსნა იმით, რომ „ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებზე 47%-იანი ნდობა გამოუცხადა. ახლა ოპოზიცია ცდილობს, ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ დესტრუქციული დღის წესრიგი შექმნას და რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. ვიდრე დესტრუქცია იქნება, ამის ფონზე საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანახმა არ ვართ. ყველამ უნდა აჩვენოს, რომ თანამშრომლობისთვის მზადაა. არ უნდა გადაიხედოს რიგგარეშე არჩევნების საკითხი, რათა ამან ოპოზიციას დესტრუქციულ კალაპოტში მოქცევა არ უბიძგოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა