Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს

ნახვები: 568 ზურაბ ჭიაბერაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ნიშნით პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს

მიხეილ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას - სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიუსელში „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ევროკავშირის წევრობის კანდიდატებსა და მეზობლებს, რათა ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის დონე შემცირდეს.

„უმჯობესია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებსა და მეზობლებს დავეხმაროთ, მაგალითად: საქართველოს, ცხოვრების დონე თავიანთ ქვეყნებში აამაღლონ, ღირსეული და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნან, დაასტაბილურონ ფასები, სიღარიბისგან დაცვის მყარი სოციალური სისტემები ააწყონ, ვიდრე დაიცალონ, როგორც საქართველო იცლება, ხოლო ევროკავშირს მიგრაციასთან გამკლავების პრობლემა ჰქონდეს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებში სახალხო პარტიისა და ევროკავშირის გაფართოების მომხრე სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმატება საფუძველი იქნება იმისა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისა და ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისათვისაც, ევროკავშირის მოქალაქეების მსგავსად, სწაფადვე ხელმისაწვდომი გახდება ღირსეული და მაღალანაზრაურებადი სამუშაო ადგილები და სიღარიბისგან დაცვის გარანტიები.

ამასთან, სიტყვის გამოსვლისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის, ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე პატიმრობა ფუნდამენტურად ანგრევს საარჩევნო გარემოს და ძირს უთხრის დემოკრატიულ კონკურენციას. როგორც ცნობილია, ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის გასული კვირის ანგარიშის მიხედვით, სიტუაცია კლინიკა „ვივამედში“, სადაც პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტაციონარულ მკურნალობას იღებს, „დამთრგუნველი, დამამცირებელი და არახელსაყრელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად“. სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ საქართველოში მივლენილ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა დიასპორამ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო ხმის უფლების გამოყენება შეძლოს.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა