თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნათია თურნავა - ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში

ნახვები: 532 ნათია თურნავა - ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში

მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო. თურნავას განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხდება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება.

„უნდა ითქვას, რომ პროდუქტიულობის ზრდა მთელი 2023 წელი საკმაოდ მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო, მოსალოდნელზე უფრო მეტად დაბალი. ეს რისკი 2023 წელს არ მატერიალიზდა. 2024 წელს რა თქმა უნდა, ამას გავადევნებთ თვალს, ერთ-ერთი ნიშანი არის საკრედიტო აქტივობის ზედმეტად დაჩქარება თუ მოხდა, დღეს ეს არის მდგრადი ტემპი, რითაც საკრედიტო აქტივობა იზრდება. მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა, ლარში აღებული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ეს დაკავშირებულია მათ შორის ჩვენ პოლიტიკასთანაც“,- აღნიშნა თურნავამ.

ამასთან, თურნავამ განმარტა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც.

"მიგრანტების ეფექტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო 2022 და 2023 წელს, ეს ასეა, თუმცა ჩვენ, ეროვნული ბანკი არასდროს ვუყურებდით ამ ფაქტორს, როგორც გრძელვადიანს. ეს იყო ფაქტორი, რომელმაც თავისით შეიტანა კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში, ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, შეიტანა ფულად ბაზარზეც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ყოველგვარი კურსზე დაწოლის გარეშე შეგვეძინა მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი და შეგვევსო ჩვენი რეზერვები, რაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამ დოზით არ მოხდებოდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც. ჩვენ ამას არასდროს მივიჩნევდით გრძელვადიან ფაქტორად, ერთჯერადია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ომის მყისიერი ეფექტი მიგრანტების შემოდინება იყო უკვე თანდათან მიილია, ეს სწორედ ამას ნიშნავს",- აღნიშნა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, „გზავნილები შემცირებულია მათ შორის რუსეთიდანაც“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა