ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

პაატა მანჯგალაძე - სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები,

ნახვები: 407 პაატა მანჯგალაძე - სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები,

სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ ე.წ. მთავრობა - რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე სამთავრობო პროგრამას.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება" 12 წელია რაც მოსახლეობას ფურცელზე დაწერილ „ფუჭ ოცნებებს სთავაზობს“.

„სამთავრობო გეგმა ისეთი ფასადური და ბუტაფორიულია, როგორიც სამთავრობო ცვლილებები, ივანიშვილის და „ქართული ოცნების" ე.წ. მთავრობა. ქართველი ხალხი 12 წელია ხედავს "ქართული ოცნების" საქმეს და გეგმას, რომელმაც სიღარიბის, უმუშევრობის და მიგრაციის გარდა არაფერი მოუტანა ქვეყანას.

ეს არის რეალობა და რაც არ უნდა ლამაზი სიტყვები ჩაწერონ ამა თუ იმ გეგმაში „ქართული ოცნება“ ამ გეგმით არასდროს მოქმედებს, არც არასდროს იმოქმედებს. საქართველოს მოქალაქისთვის მთავარი გამოწვევა დგას ასე - ან ფასადური ცვლილებები ან რეალური ცვლილებები. ან იმედი და სამუშაო ადგილები, ან სიღარიბე. ოპოზიცია ვთავაზობთ რეალურ ცვლილებებს, სამუშაო ადგილებს, მაღალ ანაზღაურებას, ევროკავშირში ინტეგრაციას, "ქართული ოცნება" ფურცელზე დაწერილ ფუჭ ოცნებებს 12 წელია. დეტალებში შეყოლას აზრი არ აქვს, არცერთი სამთავრობო ე.წ. გეგმა არ განუხორციელებიათ“, - აღნიშნა მანჯგალაძემ.

ამასთან, მან განმარტა, რომ „ქართული ოცნება" ვინც არის და რაც არის კარგად იცის ხალხმა, ივანიშვილის მორიგ „ფოჩიან კანფეტებს კი ხალხი არ ჭამს“.

„ჩვენ ვაპირებთ ვისაუბროთ როგორ შევქმნით მაღალანაზღაურებად ღირსეულ სამუშაო ადგილებს, როგორ დავამარცხებთ სიღარიბეს, როგორ დავაბრუნებთ ემიგრანტებს, როგორ მოვაგვარებთ ჩვენი 400 ათასამდე პენსიონერისთვის სესხთან არსებულ პრობლემას. ეს არის ჩვენი რეალური შეთავაზებები და არა ივანიშვილის მორიგი ფოჩიანი კანფეტები, რომლის გადმოყრასაც კიდევ აპირებს და ხალხი არ ჭამს“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა