ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება არ შეიძლება“ - კონსილიუმის ექიმი სააკაშვილზე

ნახვები: 396 „პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება არ შეიძლება“ - კონსილიუმის ექიმი სააკაშვილზე

„მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება არ შეიძლება. მსჯავრდადებულ პრეზიდენტს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს და მკურნალობის გარეშე მისმა ციხეში დაბრუნებამ შესაძლოა, პიროვნების დეგრადაცია გამოიწვიოს," - განაცხადა დღეს, 15 დეკემბერს კონსილიუმის წევრმა, ექიმმა გიორგი გეგელიამ.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და შიმშილობის 50-ე დღეს გლდანის ციხიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ასევე, გუშინ 14 დეკემბერს ცნობილი გახდა სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა.

„მას აქვს ძალიან სერიოზული დიაგნოზი. ეს არის პოსტრავმული სტრესული აშლილობა, რომელიც არის ფსიქო-ნევროლოგიური დიაგნოზი, რომლის მკურნალობაც ჯერ არ დაწყებულა მიუხედავად ჩვენი ძველი რეკომენდაციისა, რომელიც ორი კვირის წინ გავაკეთეთ. ამას დროზე თუ არ დავიწყებთ, ეს სტრესი გაღრმავდება და შეიძლება მივიღოთ აბსოლუტური დეგრადაცია პიროვნების. ამიტომ ახლა ლაპარაკი ისევ იქ დაბრუნების, სადაც მან მიიღო ეს სტრესი და რის გამოც არის ასეთ მდგომარეობაში, მე მგონი არანორმალურია, არაექიმურია და არაჰუმანურია" - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა