თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ვოლოდიმირ ზელენსკი - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციის შენარჩუნებას

ნახვები: 634 ვოლოდიმირ ზელენსკი - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი სამყაროს კონსოლიდაციის შენარჩუნებას

რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინის ფრონტზეა, მაგრამ მისი სამიზნე არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სხვადასხვა იურისდიქციებში მიმოფანტული რუსული აქტივების კონფისკაციისთვის.

„ამ კვირაში ჩვენ გვაქვს ახალი გადაწყვეტილებები ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის შესახებ გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან. ლუქსემბურგი შეუერთდა ჩვენს საავიაციო კოალიციას. ლიეტუვას ახალი პაკეტი აქვს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან განვიხილეთ თავდაცვის სფეროში შემდგომი თანამშრომლობა. კრიტიკული მნიშვნელობის თავდაცვის კონტრაქტები ხორციელდება. მიმდინარეობს საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. დაიმახსოვრეთ: რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინის ფრონტზეა, მაგრამ მისი სამიზნე არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არა მხოლოდ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამიტომ, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალი სამყაროს მაქსიმალურად კონსოლიდაციის შენარჩუნებას და ყველაფრის გაკეთებას, რაც შეიძლება და შეუძლებელია, რომ უკრაინამ რუსეთს მარცხი მიაყენოს. მოსკოვს სხვა ენა არ ესმის. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებით და სანქციების გვერდის ავლით რუსული სქემების ბლოკირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვოლოდმირ ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა