Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი - კვარაცხელია ბუნებით ჩემპიონია

ნახვები: 713 „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ვალტერ მაძარი - კვარაცხელია ბუნებით ჩემპიონია

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაძარიმ „ვერონასთან“ მოგებული მატჩის (2:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ, შესაძლოა, ქართველ ნახევარმცველს პოზიცია შეუცვალონ.

„ადვილი არ არის ისეთი თამაშის მოგება, როდესაც მატჩის მსვლელობისას მარცხდები და მომენტების რეალიზებას ვერ ახერხებ. ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის საქმისადმი დამოკიდებულებით. ვცდილობ, ფეხბურთელებს ვაგრძნობინო, რომ მათი ბოლომდე მჯერა და დღეს გამოჩნდა, რომ არ ვცდები.

კვარაცხელია ბუნებით ჩემპიონია, მან ეს გასულ სეზონში უკვე დაამტკიცა. თუმცა იტალიაში ძალიან დაკვირვებულები ვართ – როგორც კი მოთამაშე გამორჩეული ხდება, მის თამაშს ვსწავლობთ და ვცდილობთ, კარგად ასპარეზობის საშუალება არ მივცეთ, ვანერვიულოთ.

1tv.ge

მაგრამ ხედავთ, რომ ხვიჩას უზარმაზარი კლასი აქვს, დღეს ძალიან მომეწონა მისი თამაში, ცენტრში გადავიყვანეთ და უმაღლეს დონეზე ითამაშა. ვფიქრობ, მომავალში კიდევ მოგვიწევს ამის გაკეთება – უნდა შევძლოთ მისი გამოყენება ისე, რომ მეტოქის დაცვის მარწუხებში არ მოხვდეს.

ისეთი განცდა მაქვს, რომ გოლის გატანის შემდეგ კვარაცხელია, მორალური თვალსაზრისით, ჩიხიდან გამოვიდა. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ვალტერ მაძარიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა