თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი ჩიქოვანი - ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია

ნახვები: 555 ირაკლი ჩიქოვანი - ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია

ქართული ჯარი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ნაწილია, ის ყოველთვის იყო ქვეყნის შიგნით და გარეთ პროფესიონალიზმის, სანდოობისა და სიმტკიცის მაგალითი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, უდიდესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი პროფესიონალი და გმირი სამხედროების მიმართ, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, საქართვლოს თავდაცვის ძალებმა ურთულესი გზა გამოიარა, ბრძოლები ტერიტორიული მთლიანობისათვის, რუსეთ-საქართველოს ომი, საერთაშორისო მისიები. ყოველ ჯერზე ღირსებით და სიმამაცით იცავდნენ ჩვენი სამხედროები ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული სამხედროების ხსოვნის წინაშე. დიდება მათ!“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანმა პატივისცემა კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავდაცვის ძალების თითოეულ წარმომადგენელს და აღნიშნა, რომ მისთვის საამაყოა თავდაცვის ძალების კიდევ უფრო განვითარებისთვის მათთან ერთად მუშაობა.

„საამაყო და საიმედოა, რომ თავდაცვის ძალების განვითარებისთვის ვიმუშავებ უაღრესად გამოცდილ, ღირსეულ და პატრიოტ ადამიანებთან ერთად. მინდა, დიდი პატივისცემა დავაფიქსირო თავდაცვის ძალების მეთაურის გენერალ გიორგი მათიაშვილის მიმართ, მისი მოადგილეების, გენერალური შტაბის შემადგენლობის, სარდლობების ხელმძღვანელების, ოფიცრების, სერჟანტების, კაპრალებისა და თითოეული რიგითის მიმართ“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ნდობისთვის მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს, ასევე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

ირაკლი ჩიქოვანმა იმედი გამოთქვა, რომ თავდაცვის ძალების შემდგომი გაძლიერებისთვის პარლამენტთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა