თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი ვერ დავინახე - პაპუაშვილი ელისაშვილს

ნახვები: 409 თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი ვერ დავინახე - პაპუაშვილი ელისაშვილს

მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული - მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ -ხანჯალსაც ვერ გატყობთ,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს.

პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა მოჰყვა ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, რომელიც მმართველი პარტიისკენ იყო მიმართული, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შემოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ.

„ერთი ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად რომ კაცი დაფასდა და ათი ათას ზრდილობა“. ჩემთვის ახლა ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, ასე რომ ენახა ის სცენა, რაც დღეს ვნახეთ ყველამ და მთელმა საქართველომ, რომ შემოდის საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პაპუაშვილმა ელისაშვილს ეტიკეტისა და მისალმების ფორმის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა სთხოვა თავად მეტი ყურადღება მიაქციოს იმას, რაც პარლამენტის რეგლამენტით გათვლილია- კონკრეტულად კი დეპუტატის ჩაცმულობა.

„მადლობა, ბატონო ალეკო, რომ სხდომათა დარბაზში ეტიკეტსა და მისალმების ფორმაზე ზრუნავთ, აქვე შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებისგან. თუმცა, ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო -საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ -ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინც და მაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა