თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თინა ბოკუჩავა პრეზიდენტს - მინდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში

ნახვები: 446 თინა ბოკუჩავა პრეზიდენტს - მინდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში

მინდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით დაგიდასტუროთ მზაობა, მონაწილეობა მივიღოთ თქვენს ინიციატივაში, რადგან ჩვენთვის უმთავრესია არა პარტიული, არამედ ქვეყნის ევროპული და მაშასადამე, ეროვნული ინტერესი, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას.„ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, მათ შორის ბინძური პოლიტიკური თამაშის ხარჯზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ბედი ეწირება.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, სჯერა, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლება შეიცვლება.

„ივანიშვილის ერთადერთი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა, მათ შორის ბინძური პოლიტიკური თამაშის ხარჯზე. ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს ეწირება ჩვენი ქვეყნის და თითოეული მოქალაქის ბედი. მისი პოლიტიკაა დაყოფის და დაპირისპირების, სიძულვილის პოლიტიკა, მაშინ როდესაც მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა ქართველებს გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. „ოცნების“ პოლიტიკურ თამაშებს ეწირება რეალური შესაძლებლობები იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიღარიბე, შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და განვითარდეს ეკონომიკა. მაგალითად, საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთის ბაზარი 5000-მდე კომპანიამ დატოვა და რამდენი ჩამოვიდა მათგან საქართველოში? არც ერთი, მაშინ როდესაც ეს კომპანიები წავიდნენ სამეზობლოს სხვა ქვეყნებში. „ოცნებამ“ ეს შესაძლებლობა გაფლანგა.

მე მჯერა, რომ ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს ცვლილება და ოქტომბრის არჩევნები არის შესაძლებლობა დავამარცხოთ უმუშევრობა, ავამუშაოთ ეკონომიკა. მჯერა, წელს ქართველი ხალხი კვლავ აჩვენებს თავის ძალას და გაარღვევს „ოცნების“ 12 წლიან მანკიერ წრეს, სადაც მხოლოდ ივანიშვილი და მისი კორუმპირებული გარემოცვა მდიდრდება, ოჯახები, ქალაქები და სოფლები კი - იცლება, ან უკიდურეს სიღარიბეს ეგუება. მე მჯერა, რომ ჩვენ აღარ შევეგუებით, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევცვლით ხელისუფლებას, მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად მოვიტანთ ცვლილებას უკეთესი საქართველოსთვის და უკეთესი მომავლისთვის,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შესთავაზა შეიქმნას მომავლის ქარტია - „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში პასუხისმგებლობა აიღოს და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააარსოს საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებს.

მისივე თქმით, ქვეყანას სჭირდება ერთობა, რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა