გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეს - გთხოვთ, აჩვენოთ გლობალურ საკითხებში კომპრომისის, კონსენსუსის მაგალითი

ნახვები: 698 არმაზ ახვლედიანი ირაკლი კობახიძეს - გთხოვთ, აჩვენოთ გლობალურ საკითხებში კომპრომისის, კონსენსუსის მაგალითი

გთხოვთ, აჩვენოთ გლობალურ საკითხებში კომპრომისის, კონსენსუსის მაგალითი - წყალი წაიღებს ყველაფერს, თუკი მთავარ თემებზე შეთანხმება ვერ მოხდება! - ასე მიმართა პრემიერ მინისტრის პოსტზე წარდგენილ ირაკლი კობახიძეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ამ გადასახედიდან ჩანს, რომ მწვავე დაპირისპირება, შეუთანხმებლობა, კონსენსუსის არარსებობა არც ერთ პოლიტიკურ მხარეს და თავად ქვეყანას კარგს არ უქადის.

„არავის იცის, ამ ტემპით და დაძაბულობის ამ მუხტით სინამდვილეში რა ჩიხში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო. სასიცოცხლოდ აუცილებელია შევქმნათ კონსენსუსი მთავარ საკითხებში. ვხედავ, რომ არის შეურიგებელი დაპირისპირება, მაგრამ თუ არ იქნება კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ 2024 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს რაღაც სტანდარტის მიხედვით, ამ დაპირისპირებას სხვა რამ მოჰყვება. ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. სჯობს, ჩვენ ეს ვთქვათ ახლა, ვიდრე მერე იყოს გვიან. ამას უპირველესად სჭირდება თქვენი და თქვენი გუნდის ნება - მართვის სადავეები და ყველა ბერკეტი ახლა თქვენს ხელშია! თქვენ - როგორც ახალმა პრემიერ მინისტრმა, უნდა აჩვენოთ მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება თანამშრომლობა თუნდაც ყველაზე უფრო დაპირისპირებულ მხარეებს შორის - არა ვინმეს სასარგებლოდ, არამედ ქვეყნის სასარგებლოდ. უნდა შევცვალოთ ერთმანეთთან ურთიერთობის ენა - ამის გარეშე არაფერი არ გამოვა - მთავარ საკითხებში კონსენსუსის მიღწევის გარეშე მექანიზმი არ მუშაობს და საბოლოო ჯამში ყველაფერი ცუდად მთავრდება“, - მიმართა კობახიძეს ახვლედიანმა.

ცნობისთვის, მთავრობის განახლებული შემადგენლობა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს ხვდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა