თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება

ნახვები: 541 კახა კალაძე - დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება

[ირაკლი კობახიძე] დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ერთიანი ძალისხმევით პრობლემების გადალახვა შესაძლებელია.

„ირაკლი ძალიან კომპეტენტური ადამიანია, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, გულწრფელად მინდა მას პრემიერ-მინისტრობის რანგში მთავრობასთან ერთად წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, მან ისაუბრა გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება იმ შემართებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც გააჩნია ირაკლი კობახიძეს. დარწმუნებული ვარ, ყველანი, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კალაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ ხელმოწერას. კალაძის თქმით, მას არ აინტერესებს, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზე“.

„სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად, რომ გითხრათ, ძალიან არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, რადგან საზოგადოებაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. სალომე ზურაბიშვილი, რას ფიქრობს პარტიაზე, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონ სალომეს თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს არჩევნებზე გამოჩნდა, როცა ის მონაწილეობას იღებდა“, - განაცხადა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა